ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო “ათიანები”

0
13

Squawka.com-მა ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო “ათიანების” TOP 10 გამოაქვეყნა. “სელესაოს” შემადგენლობაში ეს პრესტიჟული მაისური ბევრ მსოფლიოს ჩემპიონსა და “ოქროს ბურთის” მფლობელს უტარებია. მაგრამ, ვინ არის საუკეთესო მათ შორის? რონალდინიო? რას იტყვით პელეზე? ზიკო, რივალდო, ნეიმარი, კაკა… მოკლედ, არნახული არჩევანია.

10. ჟუნინიო პაულისტა

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

სან პაულუს აღზრდილი, რომელსაც მიდლსბროს ფანები ახლაც დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ. ტანმორჩილი ჟუნინიო ამის კომპენსაციას უდიდესი ნიჭის წყალობით ახერხებდა, ის ბრწყინვალედ ურტყამდა საჯარიმოებს.

ნაკრებში 8-წლიან კარიერაში ის ბრაზილიის ნაკრების ყველაზე პრესტიჟულ “ათიანს” ატარებდა.

9. რაი

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

90-იანებში რაიზე კარგ ფორვარდს იშვიათად ნახავდით. სწორედ მან სან პაულუს შემადგენლობაში პირადად მოუგო ბარსელონას “დრიმ თიმს” 1992 წელს საკონტინენტთაშორისო თასზე ტოკიოში. ამის მერე რაის სახლი პარი სენ-ჟერმენი გახდა, რომლის ფანები მას სიმღერებს უძღვნიდნენ. ძნელია იყო სოკრატესის უმცროსი ძმა, მაგრამ მაინც შეძლო თავის გამოჩენა.

“სელესაოს” რიგებში მან 49 მატჩში 17 გოლი გაიტანა, 1994 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

8. ჟაირი

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

1949 წლის კოპა ამერიკაზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა, ჟაირ როზა პინტუმ 9 გოლი გაიტანა. ეს ციფრი ახლაც ტურნირის თანარეკორდია. მომდევნო წელს მუნდიალზე ბევრი ელოდა ბრაზილიის გაბრწყინებას, მაგრამ ჟაირის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ბრაზილიამ “მარაკანაზე” ურუგვაისთან “ფინალი” წააგო.

7. რიველინო

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

ლამაზი ფეხბურთის დიდოსტატი. რიველინოს ცნობილი ფინტი (flip flap) რეალურად მან კი არ მოიგონა, არამედ, დახვეწა, მაგრამ ფანების გულებში ეს ფინტი რიველინოს სახელთან ასოცირდება.
ის იყო ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული გუნდის (1970) წევრი მექსიკის მუნდიალზე. კორინთიანსის ვარსკვლავმა ასეთ გუნდში შეძლო გაბრწყინება. რა თქმა უნდა, გასაგები მიზეზის გამო (პელე) რიველინოს ამ მუნდიალზე 11-ნომრიანი მაისურა ეცვა და არა “ათიანი”.

6. კაკა

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

კაკა საოცარი შემტევი ნახევარმცველი იყო, სანამ მესისა და კრიშტიანოს ეპოქა დადგებოდა თანამედროვე ფეხბურთში. 2007 წელს ბრაზილიელმა “ოქროს ბურთი” დაიმსახურა. კაკა ბრაზილიის ნაკრების ბოლო ნაღდი trequartista იყო.

5. ნეიმარი

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

სიგიჟეა, რამდენის მიღწევა შეძლო ამ ასაკისთვის უკვე ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში. როცა ის ფეხბურთს თავს დაანებებს, ალბათ, ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და შესაძლოა, ყველაზე მეტი კეპის მფლობელიც იყოს.

ახლა მის ანგარიშზე უკვე 96 მატჩი და 60 გოლია. მას სულ ორი გოლი აშორებს მეორე ადგილზე მყოფ რონალდო ნაზარიომდე და 17 პელემდე. ის იმიტომ არ არის უფრო მაღალ ადგილზე, რომ ჯერ არ ჩაუტარებია ნაკრებთან ერთად დიდი ტურნირი უმაღლეს დონეზე. შესაძლოა, ეს იყოს წლევანდელი კოპა ამერიკა.

4. რივალდო

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

ის მცველებს ატერორებდა, ჰქონდა საოცარი დარტყმა. 1999 წლის კოპა ამერიკაზე მან 5 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც რონალდომ. რივალდომ “ოქროს ბურთიც” მოიგო იმ სეზონში ბრწყინვალე თამაშისთვის. ყველას ახსოვს სამი R-ის (რონალდო, რივალდო, რონალდინიო) ბრწყინვალე თამაში 2002 წლის მუნდიალზე, სწორედ ამ სამეულის უდიდესი დამსახურებაა, რომ ბრაზილიამ მაშინ მეხუთედ მოიგო მუნდიალი.

3. რონალდინიო

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

კარიერის პიკზე რონალდინიო იყო საოცარი – ნამდვილი ბრაზილიელი ჯადაოქარი. მისმა თამაშის მანერამ რონალდინიოს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ფანი გაუჩინა, რაც აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ ღირსებია.

სამწუხაროდ, უმაღლეს დონეზე მისი ყოფნა არ გაგრძელებულა საკმარისად დიდ ხანს და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მაგრამ არავის დაავიწყდება მისი საოცარი ღიმილი მას მერე, რაც 2002-ის მუნდიალზე დევიდ სიმენს საჯარიმო გაუტანა. ასეთ კარიერაზე ოცნებობენ.

2. ზიკო

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

ძალიან ცოტა ბრაზილიელი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელმაც იმაზე მეტი სიყვარული დაიმსახურა ფანებისგან, რაც ზიკომ. “თეთრი პელე” საოცარი ფორვარდი იყო, რომელსაც სიღრმიდან უყვარდა შეტევის დაწყება.

ზიკოს სრული თავისუფლება ჰქონდა მოედანზე და ის საოცრებებს აკეთებდა, რაც 1982 წელს საკუთარ თავზე ლივერპულმა გამოსცადა საკონტინენტთაშორისო თასზე.

1982 წელს ბრაზილიამ ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ ეს იყო საოცარი გუნდი, ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში.

1. პელე

TOP 10 | ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო 'ათიანები'

პირველი ადგილი მას ეკუთვნის –  O Rei – ფეხბურთის მეფე ყველაზე საოცარი “ათიანი” იყო ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში. პელე არის მისაბაძი სტანდარტი ყოველი ბრაზილიელი “ათიანისთვის”. მან უბრალოდ შეცვალა ეს თამაში. 42 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ის ფეხბურთიდან წავიდა, თუმცა ჯერაც ფეხბურთის გულშემატკივართა დიდ ნაწილს სწორედ პელე მიაჩნია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ.

მისი პირველი მოგებული მუნდიალი, როცა თინეიჯერმა 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა და ბრაზილიას პირველი ტიტული მოაგებინა, დაუვიწყარია. რასაც მან კიდევ ორი ტიტული მიუმატა. პელემ ეროვნულ ნაკრებში 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა. ეჭვგარეშეა, რომ პელე ბრაზილიის ნომერ პირველი ფეხბურთელია.