მესიმ თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა

0
15

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ თავის კარიერაში საუკეთესო გოლი დაასახელა. El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, არგენტინელმა უპირატესობა 2010-2011 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ კარში გატანილ ბურთს მიანიჭა.

„ჩემთვის საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალისთვის“ გატანილი გოლია“ – განაცხადა მესიმ.

სხვათა შორის, „ბარსელონას“ გულშემატკივრებში კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გოლის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში, „რეალის“ კარში გატანილმა ბურთმა მესამე ადგილი დაიკავა.  ქომაგებმა საუკეთესოდ 2006-2007 წლების სეზონში ესპანეთის თასზე მესის მიერ „ხეტაფესთვის“ გატანილი გოლი აღიარეს.