მარადონა თუ მესი – დავა გაგრძელდება…

0
32

მესი თუ მარადონა? ეს არის კითხვა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და რომელსაც ყოველთვის განსხვავებული პასუხი აქვს. საინტერესოა, რა პასუხი აქვთ ამ კითხვაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს.

პელე: „ჩემთვის, მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ მკითხავთ, არის თუ არა ის მესიზე კარგი გიპასუხებთ, რომ კი, თანაც ძალიან.“

გაბრიელ ბატისტუტა: „ვფიქრობ, დიეგო უფრო ძლიერია. ის წარმოადგენს არგენტინას არა მხოლოდ ფეხბურთში. ის გაცილებით ქარიზმატული იყო.“

რომარიო: „ხალხი მუდამ კამათობს ამ საკითხზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიეგო უკეთესი იმის გამო, რაც მან ნაკრებისთვის გააკეთა.“

იბრაჰიმოვიჩი: „მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ჩემთვის, ის საუკეთესოა. მესიმ ძალიან ბევრი რამ მოიგო და არის ის უფრო ცუდი, ვიდრე მარადონა? არა, არ მგონია.“

ფერგიუსონი: „მარადონა უმაღლეს დონეზე ცოტა ხნით თამაშობდა. სწორედ ამიტომ, მესი მასზე უკეთესია.“

მარადონა: „ლეო არის ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. მადლობა ღმერთს, რომ ის არგენტინელია.“

დანი ალვეში: „დიეგოს და ლეოს შედარება არ შეიძლება. რამდენჯერ მოიგო ოქროს ბურთი მარადონამ?“

აზარი: „ფეხბურთის ისტორიაში 2 საუკეთესო ვერ იქნება. ასეთი მხოლოდ ერთია და ეს ლეო მესია.“

დავიდ ვილა: „არ აქვს მნიშვნელობა, რას მოიგებს მესი. ის ყველა დროის საუკეთესოა.“

კემპესი: „მარადონას მეტოქე არ ჰყოლია. მესის ჯერ რონალდინიო ჰყავდა, შემდეგ რონალდუ. ის ამ პირობებშიც კი საუკეთესოა.“