ოქრიაშვილი ორი წლით “ანორთოსისში”

0
41

თორნიკე ოქრიაშვილი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის თბილისის “ლოკომოტივთან” ერთად ემზადებოდა და ვლადიმირ ვაისის 25-კაციან განაცხადშიც მოხვდა.

საბოლოოდ, ქართველი გულშემატკივარი საკლუბო დონეზე ოქრიაშვილს კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისში” იხილავს, რომელშიც ორი ქართველი ლეგიონერი – ნიკა კაჭარავა და ბექა ბიქელთაძე გამოდიან. ფეხბურთელმა ზემოხსენებულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ოქრიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზად “ანორთოსისის” მომავალი ქართველი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია სახელდება.