დიეგო მარადონა: “არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ეროვნული გუნდის მაისურის ჩაცმას არ იმსახურებენ”

0
26

არგენტინის ეროვნული ნაკრები მადრიდში, ”ვანდა მეტროპოლიტანოზე” ვენესუელასთან 1:3 დამარცხდა. არგენტინელთა მარცხის შემდეგ დიეგო არმანდო მარადონას კომენტარი არგენტინულ და ესპანურ მედიაში გავრცელდა.
მარადონა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას აკრიტიკებს. მექსიკური ”დორადოსის” მთავარი მწვრთნელის აზრით ტაპიამ პოსტი უნდა დატოვოს.

მარადონა: ”არ მინახავს არგენტინის ეროვნული ნაკრების თამაში, არ ვუყურებ საშიშ ფილმებს.
თანამდებობასთან შეუსაბამო პირები ხელმძღვანელობენ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს. ისინი ვენესუელასთან გამარჯვებას გეგმავენ ? ვენესუელა კარგი გუნდია.
კლაუდიო ტაპია უნდა წავიდეს, მას წარმოდგენა არ აქვს თუ რას აკეთებს.
არგენტინის ნაკრების წარუმატებლობა გულს მტკენს. ვთამაშობდი რუჯერისთან, ბატისტუტასთან, კანიჯასთან ერთად, დღეს კი არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ეროვნული გუნდის მაისურის ჩაცმას არ იმსახურებენ.
ბოდიში არგენტინელ ხალხს, ვისაც ტყუილების კვლავ სჯერა და ბოდიში ფეხბურთელებს, რომელთა ნაჩვენები შედეგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს პრესტიჟს უკარგავს.
მაპატიეთ, მაგრამ ეს გუნდი ვერ მოიგებს მატჩებს”.