UEFA-მ რონალდუ დასაჯა

0
14

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, კრიშტიანუ რონალდუს მიერ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გოლის აღნიშვნის ეპიზოდი განიხილა და განაჩენი გამოიტანა.

UEFA-ს გადაწყვეტილებით, 34 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა თუმცა, ჯარიმის სახით 20 ათას ევროს გადახდა მოუწევს. მსგავსი ჟესტიკულაციის გამო, რამდენიმე კვირის წინ, დიეგო სიმეონეც 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “იუვენტუსმა” “ატლეტიკოს” 3-0 მოუგო. სწორედ, აღნიშნულ შეხვედრაში მოახერხა რონალდუმ ჰეთ-თრიკის შესრულება.