ბითაძის 16 ქულა და 5 მოხსნა “ეფესთან”

0
1

იმ საღამოს, როცა გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული პირვეელობის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ახალგაზრდა ქართველმა ევროლიგაში ითამაშა. მისმა “ბუდუჩნოსტმა” ერთ-ერთ ლიდერ “ეფესს” უმასპინძლა და 84:91 დამარცხდა. 19 წლის ქართველი ლეგიონერი პოდგორიცელთაგან საუკეთესო იყო.
გოგამ ოთხიდან ორი ორქულიანი, სამიდან ორი სამქულიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, ორი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ. მთლიანობაში, გოგამ 16 ქულა, 5 მოხსნა, 3 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
28 ტურის შემდეგ “ბუდუჩნოსტს”  6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 28 მარტს, კატალონიაში, “ბარსელონასთან” გამართავს.