დუდა სანაძე – 33 ქულა 33 წუთში

0
4

დუდა სანაძემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი 20 მარტს ჩაატარა. პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ქართველი უკანახაზელის “რადომმა” “კოჟალინს” უმასპინძლა და სანაძის ზეშედეგიანი თამაშის წყალობით 91:78 გაიმარჯვა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:37 წუთში 33 ქულა დააგროვა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი, 11-დან 5 სამიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 33 ქულასთან ერთად ქართველმა მსროლელმა 2 მოხსნა, 4 პასი და ჩაჭრა მოაგროვა. სანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27-ს მიაღწია და ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

“რადომმა” 23 ტურის შემდეგ 7 მოგება მოაგროვა და 16-გუნდია ლიგაში მე-13 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 23 მარტს, სტუმრად “ლეგიასთან” გამართავს.