რონალდუს დაპატიმრების შიშით “იუვენტუსი” აშშ-ს ნაცვლად აზიაში ითამაშებს

0
15
ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა საერთაშორისო თასის მატჩებს არა აშშ-ში, არამედ აზიაში ჩაატარებს.
ეს ტურნირი რამდენიმე წელია სხვადასხვა ქვეყნებში, უმეტესად აშშ-ში იმართება.
ზაფხულში მასში “იუვეც” მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ თამაშებს აზიაში გამართავს. The New York Times-ის ცნობით, “ბიანკონერი” ამას იმისათვის გააკეთებს, რათა კრიშტიანუ რონალდუს დაკავების რისკი გამორიცხოს.
შეგახსენებთ, 2018 წლის შემოდგომაზე ამერიკელმა მოდელმა კეტრინ მაიორგამ პორტუგალიელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.