შვეიცარიას საქართველოსთან შაჩირი დააკლდება

0
32

შვეიცარიის ეროვნულ გუნდს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან 23 მარტს თბილისში გასამართ მატჩში ჯერდან შაჩირი დააკლდება.

შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს საზარდულის ანთება აქვს. მას ეს დიაგნოზი ორშაბათს ციურიხის კლინიკაში გამოკვლევის შემდეგ დაუსვეს. 27 წლის ფეხბურთელი 26 მარტს დანიელების წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.

შაჩირი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “საუთჰემპტონიდან” “ლივერპულში” გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის შვეიცარიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს და 78 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.