France Football-მა საკლუბო ფეხბურთის 50 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

0
27

ამსტერდამის ,,აიაქსისა” და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, რინუს მიხელსი ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა, საკლუბო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. პირველ სამეულში, გარდა ჰოლანდიელისა, ,,მანჩესტერ იუნაიტედისა” და ,,მილანის” ყოფილი მწვრთნელები – სერ ალექს ფერგიუსონი და არიგო საკი მოხვდნენ.
სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო სპეციალისტთა მიღწევები გუნდებთან ერთად, მათი მემკვიდრეობა, პიროვნული თვისებები და კარიერის ხანგრძლივობა.
მოქმედი მწვრთნელებიდან ტოპ-10-ში მხოლოდ პეპ გვარდიოლა და კარლო ანჩელოტი შედიან.

  1. რინუს მიხელსი
  2. სერ ალექს ფერგიუსონი
  3. არიგო საკი
  4. იოჰან კრუიფი
  5. პეპ გვარდიოლა
  6. ვალერი ლობანოვსკი
  7. ელენიო ერერა
  8. კარლო ანჩელოტი
  9. ერნსტ ჰაპელი
  10. ბილ შენკლი