ვლადიმერ ვაისი: ”შესაძლოა ჩაკვეტაძის ადგილი ანანიძემ დაიკავოს”

0
21

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 18  მარტს წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას იწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
ვლადიმირ ვაისი: ”გიორგისთან დაკავშირებით სიტუაცია ცოტა გაუგებარია. ფედერაციასა და ”გენტს” შორის აქტიური კავშირი იყო. გიორგი ჩვენმა ექიმმაც გასინჯა, თუმცა არავინ იცის ტრავმის ზუსტი დიაგნოზი. მას მუხლი აქვს შესიებული და ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა ოპერაცია?
ვნახოთ ითამაშებს თუ არა დღეს ”გენტის” პირველ გუნდში, თუმცა ის ასი პროცენტით ასპარეზობისთვის მზად არაა. გიორგი უნიჭიერესია, ის მხოლოდ 19 წლისაა და ჩვენი გუნდის წამყვანი მოთამაშეა”.
კითხვაზე ვინ დაიკავებს გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს, ვაისმა უპასუხა: ”როგორც იცით, ნაკრებს ჯანო დაუბრუნდა, ის კარგ ფორმაშია და შესაძლოა სწორედ მან დაიკავოს ჩაკვეტაძის ადგილი, ვნახოთ”.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი;
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 23 მარტს, 18 საათზე დაიწყება. მეორე ტურის შეხვედრა, ირლანდიასა და საქართველოს შორის 26 მარტს, დუბლინში, თბილისის დროით 23:45 დაიწყება