ლეო მესი “ბეტისის” გულშემატკივრებს მადლობას უხდის

0
18

ლა ლიგის მატჩში კატალონიის “ბარსელონა” სევილიის “ბეტისს” ესტუმრა და 4:1 იმარჯვა. შეხვედრაში ლეო მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა. არგენტინელის მესამე გოლის დროს მას აპლოდისმენტებს “ბეტისის” გულშემატკივრებიც უკრავდნენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით არგენტინელმა მატჩის შემდეგ ისაუბრა:
„ძალიან მადლიერი ვარ. აქამდე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა“, – არგენტინელის სიტყვებს “მარკა” ციტირებს .