ნიონში ლიგის მეოთხედფინალისტები დააწყვილეს

0
1
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა.
კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
“აიაქსი” – “იუვენტუსი”

“ლივერპული” – “პორტუ”
“ტოტენჰემი” – “მანჩესტერ სიტი”
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბარსელონა”
თავდაპირველად მასპიძელ გუნდად “ბარსელონა” ამოვიდა, თუმცა რადგან ორივე მანჩესტერული გუნდის საშინაო შეხვედრების ჩატარება ერთ დღეს დაემთხვა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მასპინძელი გუნდი “იუნაიტედი” გახდა.
ნახევარფინალების წილისყრა:
“ტოტენჰემი” – “მანჩესტერ სიტი”/”აიაქსი” – “იუვენტუსი”
“მანჩესტერ იუნაიტედი”-“ბარსელონა”/”ლივერპული” – “პორტუ”
9/10 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, ხოლო საპასუხოები 16/17 აპრილს ჩატარდება.