გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მოედანს უბრუნდება

0
3

19 წლის ქართველი ნახევარმცველი რამდენიმეკვირიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და “სენტ ტრუიდენთან” გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
ახალგაზრდა მოთამაშემ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა და 30 იანვრის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.
“კვირას “გენტს” შეეძლება გამოიყენოს ძლიერი, მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის “სენტ ტრიუდენთან” ითამაშებს”, – წერს voetbalnieuws.be.
გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდი კვირას, 17 მარტს “სენტ ტრუიდენთან” იუპერლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის მატჩს გამართავს.