მესიმ ინიესტას გაასწრო

0
2

ლიონელ მესიმ “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ანდრეს ინიესტას გაასწრო. 1/8-ფინალის საპასუხო დაპირისპირებაში “ბარსამ” შინ “ლიონს” 5:1 აჯობა, ხოლო არგენტინელმა თავდამსხმელმა 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში კატალონიელთა მაისურით 131-ე მატჩი ჩაატარა და ინიესტას მიღწევა გააუმჯობესა. რეკორდი ხავის ეკუთვნის, რომელმაც “ბარსაში” ჩემპიონთა ლიგაში 151-ჯერ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 სეზონია ზედიზედ მესის ყველა ტურნირზე 35 ან მეტი გოლი გააქვს. მან “კამპ ნოუზე” ჩატარებულ 61 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 62-ჯერ აიღო.