“ბარსელონას” ახალი რეკორდი

0
5

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა. 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში კატალონიელებმა თავის მოედანზე “ლიონი” 5:1 დაამარცხეს და 1/4-ფინალში გავიდნენ. ამრიგად, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის “ბარსამ” “კამპ ნოუზე” ზედიზედ ჩატარებული 30 თამაში არ წააგო – 27 მოგება და 3 ფრე.

ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა მიუნხენის “ბაიერნის” შედეგი გააუმჯობესეს – გერმანელები 1998 – 2002 წლებში შინ მიჯრით 29 შეხვედრაში არ დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეცამეტედ გავიდა.