საქართველო:შვეიცარია – ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო

0
3

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩისთვის, საქართველო – შვეიცარია, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 9 მარტიდან დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო – შვეიცარიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 16 მარტს დაიწყება.

საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.