მამუკელაშვილმა კარიერის საუკეთესო მატჩი მოქმედ ჩემპიონთან ჩაატარა

0
23

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. NCAA-ის მოქმედ ჩემპიონ “ვილანოვასთან” მატჩში 19 წლის ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა და 18 (!) მოხსნა მოაგროვა და “სეტონ ჰოლს” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა – 79:75.

სანდრო ტრადიცულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 38 წუთში 12 ქულა, 18 მოხსნა (10 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ვთქვათ ისიც, რომ მოხსნებში ორივე ხსენებული მაჩვენებელი ჩვენებურისთვის სარეკორდოა.

“სეთონ ჰოლმა” ბიგ ისთის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 9-9 მოგება-წაგებით დაასრულა მე-4 ადგილი დაიკავა. ჯამში 4 გუნდი – სეტონ ჰოლი, ჯორჯტაუნი, კრეიტონი და ქსავიერი აღმოჩნდა 9-9 მოგებ-წაგებით, მამუკელაშვილის გუნდს კი მხოლოდ ჯორჯტაუნმა აჯობა. მცირე პაუზის შემდეგ Big East-ის კონფერენციის პლეი ოფი დაიწყება.

მთავარი, რაც “ვილანოვას” დამარცხებით “სეტონ ჰოლმა” მოიგო, NCAA-ის 64-გუნდიანი ჩემპიონატის საგზურია.