მესი “ალბისელესტეს” უბრუნდება

0
2

ლიონელ მესი 8 თვიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდება. როგორც ირკვევა, “ალბისელესტეს” დამრიგებელი, ლიონელ სკალონი მესის უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის შეკრებაზე გამოიძახებს.

არგენტინული პრესის ცნობით, მესი ვენესუელასთან 22 მარტს გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს, თუმცა მაროკოსთან მატჩში უკვე მონაწილეობას აღარ მიიღებს, რათა მოახლოებული კატალონიური დერბისთვის ძალების აღდგენა შეძლოს. აღსანიშნავია, რომ არგენტინისა და ვენესუელას დაპირისპირება მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.

ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია, მან დროებითი პაუზა აიღო და როგორც ვარაუდობდნენ, მშობლიურ გუნდს ბრაზილიაში გასამართი “კოპა ამერიკისთვის” დაუბრუნდებოდა.

“კოპა ამერიკა” 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება. წლევანდელი გათამაშება ისტორიული იქნება, რადგან ტურნირში მონაწილეობას აზიის რეგიონის ნაკრებებიც მიიღებენ – იაპონია და ყატარი.