შოთა არველაძის დებიუტი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

0
3

აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის პირველ ტურში ირანული ”პერსეპოლისისა” და უზბეკური ტაშკენტის ”ფახთაქორის” დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილი ”ფახთაქორი” ბიკმაევის გოლით მე-5 წუთზე დაწინაურდა, თუმცა 25-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.

”ფახთაქორი” ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩს, 12 მარტს საკუთარ მოედანზე ”ალ აჰლის” წინააღმდეგ ჩაატარებს.