შერმადინის “უნიკახამ” ბერლინში “ალბა” დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

0
12

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის ნახევარფინალისკენ მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. თან როგორ: ბერლინში, “ალბასთან” მეორე პერიოდში 20 ქულით აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში გამოჩენილი შეუპოვრობით მოახერხა დიდი დეფიციტის აღმოფხვრა და საბოლოოდ 91:90 გაიმარჯვა, რითაც სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ეს გახლდათ ევროთასის 1/4 ფინალური სერიის პირველი მატჩი. სერია 2 მოგებამდეა და სტუმრად გამარჯვება გიორგის გუნდს 1/2 ფინალისკენ უხსნის გზას. მეორე მატჩი 8 მარტსაა ჩანიშნული, ხოლო თუ ესპანეთში გერმანელებმა მოიგეს, გადამწყვეტი, მე-3 მატჩი ბერლინში შედგება.

გიორგი შერმადინმა 17 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მატჩის გმირი კი მისი შემცვლელი მათიას ლესო გახდა, რომელმაც გადამწყვეტი ორქულიანი საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ჩააგდო, საბოლოოდ კი 17 ქულას მოუყარა თავი.