რონალდ დე ბური: ,,რაც 1995 წელს გავაკეთეთ ფანტასტიკური იყო, მაგრამ ამ საღამომ ყველაფერი გადაფარა”

0
17

“აიაქსისა” და მადრიდის ,,რეალის” შეხვედრას ამსტერდამული გუნდის ლეგენდა, რონალდ დე ბური გამოეხმაურა:
,,რაც 1995 წელს გავაკეთეთ (აიაქსმა რეალს ბერნაბეუზე 2-0 მოუგო) ფანტასტიკური იყო, მაგრამ ამ საღამომ ყველაფერი გადაფარა.” – დე ბურის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,აიაქსმა” ,,რეალი” სტუმრად 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

შეხსენებისთვის, 1995 წელს “აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანს” 1:0 სძლია.