გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის

0
1

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის – ამის შესახებ ბრიტანული dailystar.co.uk იუწყება.
როგორც ცნობილია, ბარის სახელწოდება “ქინქის ღვინის ბარი” იქნება.
გიორგი ქინქლაძის თქმით, ქართული ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა და ის მანჩესტერში გადასვლას ოჯახთან ერთად აპირებს.
“ძალიან გვიხარია, რომ ეს ხდება. ქართული ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ ველოდები, როდის გასინჯავს ხალხი მას. ვიმედოვნებ, ოჯახთან ერთად ინგლისში გადმოსვლას მოვახერხებ.” – განაცხადა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა.
გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 1995-98 წლებში იცავდა და მათ რიგებში პრემიერლიგაში გამართულ 106 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.