ნავალოვსკი ”კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” ითამაშებს

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი კარიერას ”კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მოასპარეზე ბათუმის ”დინამოში” გააგრძელებს. 32 წლის გამოცდილმა ფეხბურთემა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა, რომ ივნისის ბოლომდე გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშებს.
გიორგი ნავალოვსკი საქართველოში ჩამოსვლამდე მინსკის ”დინამოში” ასპარეზობდა. მას ტრავმა აწუხებს, რის გამოც დაახლოებით 45 დღეა არ უვარჯიშია. როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშის დაწყებას.
ქართველ ფეხბურთელს ასევე უთამაშია თბილისის ”დინამოში,” ”ანჟიში,” ”ვოლგაში,” ”ხიმკიში,” ”ნოვოკუზნეცკში,” ”ტოსნოში.” რუსეთის არაერთ გუნდში იასპარეზა, თუმცა პრემიერლიგაში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, 2017-18 წლებში ნავალოვსკი ”სკა ხაბაროვსკის” ღირსებას იცავდა.
მას ასევე უასპარეზია ბერძნულ ”ვერიაში,” გორის ”დილაში,” ბაქოს ”ნეფთჩისა” და რუსთავის ”ოლიმპში.”
2008 წლიდან მოყოლებული ნავალოვსკიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.