ცინცაძისა და ბერიშვილის “ალ შამალი” პლეი ოფში დაწინაურდა

0
14

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან საკუთარ კლუბში დაბრუნებული გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი პლეი ოფის მატჩებში ჩაებნენ. ყატარის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა ქართველების “ალ შამალმა” შინ ჩაატარა და 85:76 მოიგო. ჩვენებურები სასტარტო ხუთეულში იყვნენ და წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანეს.

ცინცაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 20 ქულა, 6 მოხსნა (ერთი შეტევაში), 6 პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბერიშვილმა საქმეში 38 წუთი ითამაშა და მასპინძლებს 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი შესძინა. მიშამ სამიდან ერთი ორქულიანი და შვიდიდან 3 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“ალ შამალი” ნახევარფინალის მეორე მატჩს, სტუმრად, 2 მარტს ჩაატარებს.