“მანჩესტერი” ივან რაკიტიჩის გადაბირებით დაინტერესდა

0
21

„ბარსელონას“ 30 წლის ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის, კატალონიური მომავალი ბურუსით არის მოცული. ხორვატ ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა „ბარსას“ წარმომადგენლები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობენ.

რაკიტიჩმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „კამპ ნოუზე“ ბედნიერია და კლუბის დატოვებას არ აპირებს. ესპანური გამოცემები კი იტყობინებიან რომ კატალონიელებმა შესაძლოა იგი წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ გაასხვისონ.

რაკიტიჩის საკუთარ რიგებში ხილვით „მილანის ინტერია“ დაინტერესებული. „ნერაძურის“ წარმომადგენლებმა „ბლაუგრანასთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე წამოიწყეს და მზად არიან ხორვატის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით რაკიტიჩისთვის ბრძოლაში „ინტერს“ კონკურენციას „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაუწევს. „წითელი ეშმაკები“ ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ და 30 წლის ფეხბურთელი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. აღსანიშნავია, რომ ივანის გადაბირება „მიუნხენის ბაიერნსაც“ სურს.

რაკიტიჩი „ბარსელონას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. „ბლაუგრანას“ მაისურით მას 251 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდების კარის აღება 33-ჯერ მოახერხა.