მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა

0
31

თბილისის ”დინამოსა” და ქუთაისის ”ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1987 წელს 19 წლის ასაკში თბილისის ”დინამოს” მაისურით უეფას თასზე 3 მატჩი ჩაატარა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ასპარეზობდა, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია და სხვები.

მას ასევე უთამაშია ”რუსთავში,” ”შევარდენსა” და ზუგდიდის ”ბაიაში.” საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელად მუშაობდა.

1990 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ლიეტუვასთან ჩაატარა. მამუკა ფანცულაიამ აღნიშნულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.