ინგლისთან მატჩზე, ასტონ ვილასა და სამომავლო გეგმებზე – ალეკო გოგობერიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

0
27

ქართული ფეხბურთის ვეტერანმა – ალექსანდრე გოგობერიშვილმა 42 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა ალეკო ფეხბურთში დარჩენას და სამწვრთნელო კურსების გავლას აპირებს…გოგობერიშვილი 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო დავით ყიფიანის სახელობის თასი და ერთხელ აზერბაიჯანის ჩემპიონობაც იზეიმა – როდესაც “ბაკიში” თამაშობდა. სტაბილური ცენტრალური ნახევარმცველი – რა გუნდებშიც იყო, ყველგან ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. აი, რას იხსენებს “გოგობერა”:

საუკეთესო პერიოდზე
ასეთი რამდენიმე იყო და კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ.  თბილისის “დინამო”,  “ბაკი”, “ვიტ ჯორჯია”, “მერანი”, “სიონიც”… ბოლნისის გუნდში იმ დროს მივედი, როცა ფეხბურთელები თამაშს თავს ანებებენ, მე კი იქ სამი წელი ვითამაშე და ერთ-ერთ სეზონში საუკეთესო ვეტერან  ფეხბურთელადაც დამასახელეს. 36-დან 39 წლამდე ვიყავი ბოლნისისი სიონის წევრი…

გამორჩეულ მატჩებზე
უცებ რაც მახსენდება, ორი თამაში – ინგლისი v საქართველო 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი. სტუმრად, ლონდონში “ჩარლტონის” სტადიონზე 0:0 ვითამაშეთ… მაგარ მეტოქესთან! იმ გუნდში მაშინ რიო ფერდინანდი, ჯეიმი კარაგერი და ემილ ჰესკი თამაშობდნენ…
ჩვენი გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი იყო, იმ შესარჩევში იტალიას 2:0 მოვუგეთ და მეორე ადგილზე გავედით. ინგლისში ფრე კი იმითაც მახსოვს, რომ სხვებზე უმცროსი ვიყავი, ერთ-ერთი დებიუტანტი… კარგად წამივიდა თამაში.
ასევე კარგად მახსენდება ინტერტოტოს თასზე მერანი – მოსკოვის “ტორპედოს” შეხვედრა. პირველ ნაბიჯებს ვდგამდი დიდ ფეხბურთში. “ტორპედოს” ძლიერი გუნდი ჰყავდა, თუმცა აქაც კარგად ვითამაშე.

111

ევროპიდან წინადადებაზე
კონკრეტულად წინადადებაზე ვერ გეტყვით, მაგრამ დაინტერესება იყო 1997 წელს ბირმინგემის “ასტონ ვილადან”. სხვებისგან გავიგე, პირადად მე არავინ დამკავშირებია. ეს სწორედ ინგლისთან ლონდონში თამაშის შემდეგ მოხდა…

“დრო იყო”
კიდევ შემეძლო თამაში, მაგრამ მგონი დანებების დრო იყო. უკვე 42 წლის ვარ… არც ტრავმა, არც არაფერი. უბრალოდ, შევატყვე, რომ ძველებური მოტივაცია აღარ მქონდა. თან, სამწვრთნელო საქმიანობას სერიოზულად უნდა მივხედო. B ლიცენზიაზე შევიტანე განცხადება და დიდი სურვილი მაქვს სამწვრთნელო საქმეს მივყვე.