ევროპა ლიგის ფინალი ”დინამო არენაზე”?

0
33

2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი შესაძლოა თბილისში, ”დინამო არენაზე” გაიმართოს. სტადიონის შერჩევის პროცესი 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი ”სანჩეს პისხუანზე” ან ”დინამო არენაზე” გაიმართება. თბილისში მდებარე სტადიონის ერთადერთი კონკურენტი ”სანჩეს პისხუანია.” გამარჯვებული 2019 წლის 29 მაისს გამოვლინდება.