გიორგი შერმადინი: “ვეცდებით, გულშემატკივარს კიდევ ერთი გამარჯვება ვაჩუქოთ”

0
22

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი გიორგი შერმადინი იქნება, რომელიც საბერძნეთსა და ესტონეთთან მოახლოებულ მატჩებში ქომაგებს წარმატებულ თამაშს ჰპირდება:

” საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ორ მატჩს მართავს. მართალია, მიზერული, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს. მსოფლიოზე რომ გავიდეთ, საამისოდ საჭიროა, საბერძნეთსაც მოვუგოთ და ესტონეთსაც, ხოლო სერბეთმა ორივე წააგოს. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლომდე შევასრულოთ და ორივე მატჩი მოვიგოთ. საბერძნეთში ძალიან რთული იქნება. მართალია, მეტოქეს ბევრი ვარსკვლავი აკლია, მაგრამ მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და კარგი გუნდიც ეყოლება. რაც შეეხება საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩს… – ციკლს ესტონეთთან თბილისური შეხვედრით დავამთავრებთ. მატჩი თბილისში 24 თებერვალს სპორტის სასახლეში გაიმართება. ვეცდებით, გულშემატკივარს კიდევ ერთი გამარჯვება ვაჩუქოთ. იმედი გვაქვს, ქომაგი კვლავ მრავლად მოვა და მხარს ბოლომდე დაგვიჭერს”.