ერთი მატჩით – ფერგიუსონი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება

0
40

”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ”წითელ ეშმაკებს” ერთი მატჩით დაუბრუნდება.1999 წლის მაისში ”მანჩესტერ იუნაიტედმა” სამი ტიტული მოიგო, ინგლისის პრემიერლიგისა და ინგლისის ასოციაციის თასის გარდა ინგლისურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დრამატულ მატჩში მიუნხენის ”ბაიერნი” დაამარცხა. ამ ფაქტიდან მე-20 წელს ინგლისური გუნდი მიუნხენის ”ბაიერნთან” საიუბილეო მატჩს გამართავს. ინფორმაციას ”მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

1999 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ოლე გუნარ სოლსკიაერის გოლით ”წითელმა ეშმაკებმა” გამარჯვება მოიპოვეს და თასი აღმართეს.

აღნიშნული შეხვედრა Manchester United Foundation-ის ორგანიზებით გაიმართება.
სერ ალექს ფერგიუსონი ”მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: ”მოუთმენლად ველი მატჩს, რომელიც ”ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება. ეს მატჩი შესანიშნავი შესაძლებლობაა მხარი დავუჭიროთ Manchester United Foundation-ის მუშაობას”.