საქართველო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას შეხვდება

0
3

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს,  ხორვატიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დაადასტურა: „შეთანხმება მართლაც მიღწეულია. ამ ეტაპზე მხოლოდ ოფიციალურად დადასტურება აკლია, თუმცა ინფორმაცია წინასწარ მაინც  გახდა ცნობილი მედიისთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია ხორვატებთან და ეს თამაში მართლაც შედგება. ჩვენი გუნდისთვის ასეთ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია”.

აღნიშნულ შეხვედრას ჩვენი ნაკრები სტუმრად ჩაატარებს და ეს იქნება წლის ბოლო მატჩი.