შოთას გადამწყვეტი მატჩი დუბაიში ელის

0
4

2019 წლის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე შოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის ”ფახთაქოს” ერთი ნაბიჯი აშორებს. არველაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ერაყული ”ალ-კუვა” 2:1 დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც უზბეკური გუნდის მეტოქე დუბაის ”ალ-ნასრია”.

45 წლის შოთა არველაძე ”ფახთაქორს” 2017 წლის ივნისიდან წვრთნის. მას ასისტენტობას ქართველი სპეციალისტი გოჩა ტყებუჩავა უწევს. 2016 წელს არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის ”მაკაბიმ” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ქართველ მწვრთნელს კარგი შანსი აქვს მისი ხელმძღვანელობით ”ფახთაქორი” აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. მიზნის მისაღწევად ”ფახთაქორმა” 19 თებერვალს დუბაიში, ერთმატჩიან დაპირისპირებაში ”ალ ნასრი” უნდა დაამარცხოს.