საქართველოს სუპერთასს სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა

0
9

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმსრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლიდან, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა. ახალი დიზანით შექმნილი, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გორში გამოვლინდება. სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი “საბურთალო” და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის  “ტორპედო” იბრძოლებენ.