“მანჩესტერის” ანტირეკორდები

0
5

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ამ მატჩში მანჩესტერულმა გუნდმა რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა და გაიმეორა.

  • “მანჩესტერმა” “პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრაში კარის ჩარჩოში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ეს “ოლდ ტრაფორდზე” ევროტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში 2005 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. 2005 წელს საკუთარ მოედანზე “მანჩესტერმა” “მილანს” კარში მხოლოდ ერთხელ დაურტყა.
  • “მანჩესტერი” საკუთარ მოედანზე ევროტურნირებზე ორბურთიანი სხვაობით პირველად დამარცხდა.
  • “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე ფრანგულ გუნდთან პირველი მატჩი წააგო.

ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. ამ გუნდებს შორის განმეორებით შეხვედრა 6 მარტს პარიზში ჩატარდება.