ლეგენდის აღსასრული

0
37

ლეგენდარული ინგლისელი მეკარე გორდონ ბენქსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენქსი ფიფას წლის საუკეთესო მეკარედ ექვსჯერ დასახელდა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 73 მატჩი ჩაატარა.

მან ფეხბურთელის კარიერა ”ჩესტერფილდში” დაიწყო. 1959 წელს 7 000 ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ”ლესტერში” გადავიდა. 1963 წელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარა.

მან 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფინალში გერმანიის ნაკრების ძლევით  მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

1970 წლის მექსიკის მუნდიალზე ბრაზილიასთან შეხვედრაში ინგლისელმა მეკარემ პელეს თავური დარტყმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ბენქსის სეივი ერთ-ერთი საუკეთესოა.

ლეგენდარულამ მეკარემ ”ლესტერში” 1967 წლამდე იასპარეზა. ”მელიებთან” ერთად ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ორჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

ბრიტანელმა კარიერა ”სტოკ სიტიში” დაასრულა, რომლის ღირსებას 1967-73 წლებში იცავდა. 1972 წელს ბენქსი ”სტოკთან” ერთად ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.