“დინამომ” სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერი დაჯაბნა

0
6

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” მეოთხე ამხანაგური მატჩი სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერ “მარიბორთან” ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. მანამდე, დინამოელებმა სამი სპარინგი ფრედ დაასრულეს. თბილისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

დინამო: პერალესი, რუხაია (გაბიტაშვილი 81), მეჯუბი (ძოწენიძე 75), მონხილი (კობოური 75), იაშვილი (ნოჩე 70), ზარია (ქარდავა 67), კუხიანიძე (ნინუა 67), შენგელია (ერგემლიძე 70), შულაია (როხანო 65), კარბია, კუტალია.

შეხვედრის მე-18 წუთზე ლევან შენგელიამ მეტოქის საჯარიმოს ფარგლებს გარედან დარტყმით ანგარიში გახსნა. მან პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სლოვენიელთა კარი მეორედ აიღო. 88-ე წუთზე, ლევან კუტალიამ პენალტის ნიშნულიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩში “დინამო” 15 თებერვალს ლატვიის “ლიეპაიასთან” ჩაატარებს.