ბორჯღალოსანთა პროგრესი რეიტინგში

0
4
მსოფლიოს რაგბის საიტმა ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და ბორჯღალოსნები, რომლებმაც სტუმრად რუმინეთი 18:9 დაამარცხეს, ერთი პოზიციით დაწინაურდნენ.
პირველ ათეულში ცვლილებები არ მომხდარა, სამაგიეროდ მოხდა მეორე ათეულში: ახლა ჩვენს ნაკრებს 73.93 ქულა აქვს, აშშ-ს გადაასწრო და მე-12 ადგილზეა.
“ბორჯღალოსნების” საუკეთესო შედეგი მე-11 პოზიციაა, რომელიც ამჟამად იაპონიას უკავია. ამომავალი მზის ქვეყნელები ჩვენს გუნდს 1.31 ქულით უსწრებენ.
რუსეთის ძლევის შემდეგ მე-20 პოზიციაზე ესპანეთი დამკვიდრდა.
რაც შეეხება მესამე ათეულს, ბელგიამ გერმანიას სძლია და 23-ე ადგილზეა, ხოლო ბრაზილიამ კანადას მოუგო და 26-ე ადგილზე გადავიდა, რაც ამ ნაკრების რეკორდია.

 

1. ახალი ზელანდია 92.54
2. ირლანდია             89.92
3. ინგლისი                88.02
4. უელსი                    87.55
5. სამხრეთ აფრიკა  84.58
6. ავსტრალია          82.40
7. შოტლანდია        81.30
8. ფიჯი                     77.95
9. არგენტინა           77.05
10. საფრანგეთი      77.02
11. იაპონია             75.24
12. საქართველო    73.93
13. აშშ                     73.66
14. ტონგა                73.02
15. იტალია             72.75
16. სამოა                68.78
17. ურუგვაი            67.13
18. რუმინეთი         64.95
19. რუსეთი             64.21
20. ესპანეთი          63. 23