მესი რონალდუს ანაზღაურებითაც ჯობნის

0
4

ფრანგულმა გამოცემა – L’Équipe-მა, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

ევროპაში ყველაზე მეტს კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი გამოიმუშავებს, რომელიც თვეში გუნდისგან 8,3 მილიონ ევროს იღებს. მეორე ადგილს 4,7 მილიონით ,,იუვენტუსის” ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 3,3 მილიონით ,,ატლეტიკოს” შემტევი – ანტუან გრიზმანია.

1. ლეო მესი (ბარსელონა) – 8,3 მილიონი ევრო თვეში
2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 4,7 მილიონი ევრო
3. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 3,3 მილიონი ევრო
4. ნეიმარი (პსჟ) – 3,06 მილიონი ევრო
5. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 2,9 მილიონი ევრო
6. გარეტ ბეილი (რეალი) – 2,5 მილიონი ევრო
7. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა) – 2,3 მილიონი ევრო
8. ალექსის სანჩესი (მან, იუნაიტედი) – 2,28 მილიონი ევრო
9, კილიან მბაპე (პსჟ) – 1,73 მილიონი ევრო
10. მესუთ იოზილი (არსენალი) – 1,6 მილიონი ევრო