რუმინეთის ნაკრების შერკინებას ლაშა თავართქილაძე გაწვრთნის

0
5

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგვე, ლაშა თავართქილაძე რუმინეთის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

ვეტერანი “ბორჯღალოსანს” ნაკრებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი და სამწვრთნელო კარიერა თბილისის “არმიაში” დაიწყო. 2017 წლიდან კი, რუმინულ “CSM ბუქარესტში” მუშაობდა.

“კლუბში წარმატებების ფონზე, არ გამკვირვებია რუმინეთის რაგბის კავშირიდან რომ დამიკავშირდნენ. გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ გარკვეული საკითხები, შევთანხმდით და შერკინების მწვრთნელად დავინიშნე. რუმინეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადება, 10-დღიანი შეკრება პორტუგალიაში გაიარა და მასპინძლებთან ამხანაგური თამაშიც ჩაატარა. მე გუნდს კვირას საღამოს შევუერთდი და ორშაბათს ოფიციალურად წარმადგინეს. ბიჭებს უკვე ვესაუბრე, რაზე მოგვიწევს კონცენტრაცია, ყურადღების გამახვილება და პირველი ვარჯიშიც ჩავატარე” – აღნიშნა თავართქილაძემ.