მესის ახალი მიჯნა

0
5

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში, კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა. 31 წლის არგენტინელმა შემტევმა, “ვალენსიას” წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და ლა ლიგის ისტორიაში გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც 50 პენალტის გატანა მოახერხა.

ესპანეთის ლა ლიგაში, ყველაზე მეტი, 61 პენალტი “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი, ხოლო მეორე ადგილს, ზუსტად შესრულებული 57 თერთმეტმეტრიანით მექსიკელი უგო სანჩესი იკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს “რეალში”, “ატლეტიკოში” და “რაიო ვალეკანოში” ასპარეზობდა.