ლორია კვლავ “მშრალია”, “მაგდებურგი” ისევ იგებს…

0
8
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეოცე ტურში გიორგი ლორიას “მაგდებურგმა” სტუმრად “ინგოლშტადტი” 1:0 დაამარცხა.
“ინგოლშტადი” ერთ-ერთი აუტსაიდერია, “მაგდებურგი” ამ შეხვედრამდე მხოლოდ ქულით უსწრებდა და ეს ფაქტობრივად ექვსი ქულისთვის მატჩი იყო.
მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და მატჩის ბოლოს გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
ლორიას გასულ ტურში “აუესთან” შეხვედრაში დიდი სამუშაო არ ჰქონია, ამჯერად კი ბურთი ოთხჯერ მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
“მაგდებურგს” 30 სექტემბრის შემდეგ გამარჯვება არ ჰქონდა ჩემპიონატზე მოპოვებული და რაც ლორია ჩადგა ამ გუნდის კარში, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
“მაგდებურგი” 17 ქულით მე-15 ადგილზეა და 10 თებერვალს “ჰოლშტეინს” მასპინძლობს.