მაკარიძე სეტუბალში ითამაშებს

0
4

გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბ სეტუბალის “ვიტორიაში” გააგრძელებს – ამის შესახებ პორტუგალიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
28 წლის მეკარემ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.
“ბედნიერი ვარ, რომ “ვიტორიას” ხელმძღვანელობა მენდო და ჩემში პოტენციალი დაინახა. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია პორტუგალიურ ფეხბურთში. აქ მოთამაშე ფეხბურთელების ძალა ვიცი, მათ წინააღმდეგ მითამაშია. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატს სასურველი შედეგით დავასრულებთ” – განაცხადა გიორგი მაკარიძემ.
გიორგი მაკარიძე სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოს”, ფრანგული “ლე მანის”, კვიპროსული “დოქსას” და პორტუგალიური “ფეირენსეს”, “მორეიენსეს” და “რიო ავეს” ღირსებას იცავდა.
28 წლის მეკარეს საქართველოს ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
“სეტუბალი” პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მეთერთმეტე პოზიციას იკავებს.