2018 წელს საფეხბურთო ტრანსფერებზე 7.03 მილიარდი დაიხარჯა

0
4

ფიფამ ოფიციალურ ვებგვერდზე გლობალური სატრანსფერო ბაზრის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საერთაშორისო სატრანსფერო საქმიანობის დეტალებია წარმოდგენილი პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბებში 2018 წელს.
ხარჯმა ახალ მაქსიმუმს, 7.03 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 10.3 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს.
ასევე რეკორდია 14 186 ფეხბურთელის (175 სხვადასხვა ეროვნების) 16 533 გადასვლა, რაც 5.6 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს.
ტოპ-31-მა კლუბმა, თითოეულმა 50 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 7.03 მლრდ დოლარის ნახევარი შეადგინა.
ხარჯების 78.2 პროცენტი უეფას კლუბებს შორის მოხდა.
საფრანგეთს ყველაზე დადებითი ბალანსი, 467.2 მლნ დოლარი ჰქონდა, ხოლო ინგლისს ყველაზე უარყოფითი – 1.05 მლრდ დოლარი.
საუდის არაბეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ სპონსორებს შორის მეშვიდე ადგილზე აღზევდა, ხოლო მისმა კლუბებმა 2018 წელს 173.9 მლნ დოლარი დახარჯეს.