კიდევ ერთი ესპანელი “დინამოში”

0
22

ჩისკო მუნიოსის თბილისის “დინამოში” დაბრუნების და ზაურ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეერთების შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს უკვე მესამე ესპანელმა ფეხბურთელმა მოაშურა.

ვიცე-ჩემპიონმა ამჟამად 26 წლის ცენტრალური მცველი ვიქტორ მონილ ადევა დაიმატა, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია. ის “ვალიადოლიდის” აღზრდილია და სხვადასხვა დროს მადრიდის “ატლეტიკოს” B გუნდში, “ალკოიანოში”, “მერიდასა” და “პონტევედრაში” უთამაშია. ბოლოს ადევა “ლევანტეს” მეორე გუნდში ირიცხებოდა, რომელიც სეგუნდა დივიზიონ B-ში გამოდის.

“დინამოში” ასევე მეკარე ხოსე პერალესი (“ბადალონია”) და განაპირა მცველი ფრან კარბია (“რეუს დეპორტიუ”) შეუერთდნენ, მათ გარდა თბილისურ კლუბში არგენტინელი ანტონიო როხანოც გადაბარგდა, რომელიც სეგუნდა დივიზიონის ბინადარ “ბურგოსში” გამოდიოდა.