მორატა “ატლეტიკოში” ჩაირიცხა

0
6

ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, წლინახევრიანი იჯარით მადრიდის “ატლეტიკოში” ითამაშებს. 26 წლის ფორვარდმა მადრიდულ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

„მორატას ტრანსფერით გუნდმა კიდევ ერთი კარგი ფორვარდი დაიმატა. თავდამსხმელი, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია როგორც ფეხით, ისე თავით“, – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ალვარო მორატა ბოლოს ლონდონის “ჩელსიში” გამოდიოდა. “არისტოკრატების” მაისურათი ჩატარებულ 72 შეხვედრაში პირენელმა 24 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.