მესიმ რაულს გაასწრო

0
5

ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონა” “ჟირონას” ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მეცხრე წუთზე ნელსონ სემედომ გახსნა, 68-ე წუთზე კი მეორე გოლი ლეო მესიმ გაიტანა და “ბლაუგრანამ” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ არგენტინელმა ლა ლიგაში მოგებული თამაშების რაოდენობით მადრიდის “რეალის” ცენტრფორვარდ რაულს გადაუსწრო. მესის ანგარიშზე 437 მატჩი და 328 მოგებაა, ხოლო რაულმა 550 მატჩიდან 327 შეხვედრა მოიგო.

ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე იკერ კასილასია. ლეგენდარულმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში 510 მატჩი ჩაატარა და 334 მოიგო. სრული ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. იკერ კასილასი –  510 მატჩში 334 მოგება;
2. ენდონი სუბისარეტა – 622 მატჩში 333 მოგება; 
3. ლეო მესი – 437 მატჩში 328 მოგება;
4. რაულ გონსალეს ბლანკო – 550 მატჩში 327 მოგება;
5. ჩავი ერნანდესი – 502 მატჩში 322 მოგება.