ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა

0
18

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში ”კორტრიკი” შინ ”გენტთან” 1:2 დამარცხდა. გასული წლის 18 დეკემბრის შემდეგ ”გენტის” მაისურით გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ტრავმა მოიშუშა და წლეულს პირველი მატჩი ჩაატარა.

ჩაკვეტაძე მოედანზე მატჩის 69-ე წუთის მიმდინარეობის გამოჩნდა, მინდორზე გასვლიდან შვიდ წუთში კი თანაგუნდელს მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს პასი შეუსრულა, რასაც გოლი მოჰყვა. ჩაკვეტაძის ამ შედეგიანმა გადაცემამ თამაშის ბედი გადაწყვიტა, რადგან ქართველი შემტევის ასპარეზობაში ჩართვამდე ტაბლოზე 1:1 იყო გამოსახული.