პლანეტის 20 ყველაზე მდიდარი კლუბი

0
4

თანამედროვე ეპოქაში შესაბამისი ფინანასების გარეშე, ნებისმიერი იდეის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, თანაც თუ საქმე ისეთ მასშტაბურ სფეროს ეხება, როგორიც სპორტი, კერძოდ კი ფეხბურთია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საფეხბურთო სამყაროში განხორციელებული 10 ტრანსფერის ღირებულება მილიარდსაც კი აჭარბებს, მოთამაშეთა ღირებულება კი ყოველდღიურად მატულობს. ნეიმარის, კრიშტიანუ რონალდუს, ფილიპე კოუტინიოს, კილიან მბაპეს,  უსმან დემბელესა და პოლ პოგბას მიერ კლუბის გამოცვლა ის ტრანსფერებია, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელდა და მათი ღირებულება 100 მილიონ ევროს აღემატებოდა. სწორედ ამიტომ, ევროპული ფეხბურთის წამყვან კლუბებს ზამთარსა და ზაფხულში მსუყე თანხების გაღება უწევთ, რათა კონკურენტებს არ ჩამორჩნენ და მეგა-ვარსკვლავებზე გაცხარებულები ნადირობენ.

პსჟ-სა და “მანჩესტერ სიტის” მაგალითების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში გუნდი, რომელსაც ყველაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ევროპული საფეხბურთო ელიტის მწვერვალზე აღმოჩნდება, ამიტომ საინტერესოა როგორია  Deloitte Football Money League-ს მიერ შედგენილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბების ოცეული.

20. ვესტ ჰემი | 197.5 მილიონი ევრო  | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 213.3 მილიონი ევრო

19. ნიუკასლი | 201.5 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 99.7 მილიონი ევრო

18. მილანი | 207.7 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი –  191.7 მილიონი ევრო

17. ევერტონი | 212.9 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი –  199.2 მილიონი ევრო

16. შალკე | 243.8 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 230.2 მილიონი ევრო

15. რომა | 250 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 171.8 მილიონი ევრო

14. ინტერი | 280.8 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 262.1 მილიონი ევრო

13. ატლეტიკო | 304.4 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 272.5 მილიონი ევრო

12. დორტმუნდი | 317.2 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი –  332.6 მილიონი ევრო

11. იუვენტუსი | 394.9 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 405.7 მილიონი ევრო

10. ტოტენჰემი | 428.3 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 359.5 მილიონი ევრო

9. არსენალი | 439.2 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 359.5 მილიონი ევრო

8. ჩელსი | 505.7 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 428.0 მილიონი ევრო

7. ლივერპული | 513.7 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 424.2 მილიონი ევრო

6. პსჟ | 541.7 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 486.2 მილიონი ევრო

5. მანჩესტერ სიტი | 568.4 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 527.7 მილიონი ევრო

4. ბაიერნი | 629.2 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 587.8 მილიონი ევრო

3. მანჩესტერ იუნაიტედი | 666 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 676.3 მილიონი ევრო

2. ბარსელონა | 690.4 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 648.3 მილიონი ევრო

1. მადრიდის რეალი | 750.9 მილიონი ევრო | 2016/17 წლების სეზონის ბიუჯეტი – 674.6 მილიონი ევრო